"საპატიო თბილისელის" წოდება 10 ადამიანს მიენიჭა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.  "საპატიო თბილისელის" წოდება 10 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის არიან მეტროსადგურის პროექტების ავტორი ლამარა აბაშმაძე, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, კომპოზიტორი გურამ ბზვანელი, მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე და მისი ჯილდო მსახიობ გივი ბერიკაშვილს გადასცეს. 

"საპატიო თბილისელის" წოდება ასევე გადაეცათ: მწერალ ბაჩანა ბრეგვაძეს, პროფესორს, მეცნიერებათა დოქტორს ივა ბერაძეს, "ქართული ხმების" სოლისტს გია ჭირაქაძეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს და მეცნიერ გივი ღამბაშიძეს.