ირანში 26 წლის ქალი ჩამოახრჩვეს

ირანში 26 წლის ქალი ჩამოახრჩვეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელმაც მამაკაცი მასზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა. "ბიბისის" ცნობით, 26 წლის რეიჰანე ჯაბარი თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს მიუხედავად საერთაშორისო კამპანიისა და მოწოდებისა, შეეცვალათ მისთვის სასიკვდილო განაჩენი. 

რეიჰანე ჯაბარი 2007 წელს დააკავეს ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის. 

2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 

გაერო-ს მონაცემებით, ირანში წელს 250 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.