თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის განცხადებით, 25_26 ოქტომბერს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.
"თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაგიროთი მგზავრობა იქნება უფასო", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა. მისივე ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ავტოტრანსპორტისთვის.
თბილისობის დღესასწაული 25-26 ოქტომბერს გაიმართება.