სამინისტროს პოზიცია უშიშროების საბჭოზე სრულად იქნება წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის მიერ

სამინისტროს პოზიცია უშიშროების საბჭოზე სრულად იქნება წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის მიერ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე სრულად იქნება წარმოდგენილი მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელზეც ხდება უფლებების დელეგირება კონკრეტულ შემთხვევაში, –ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების გამო, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იქნება. ესტონეთში ვიზიტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც.

"უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურს, პირადად დაესწროს სხდომას. თუმცა, 27-31 ოქტომბერს  საფრანგეთსა  და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების გამო, ირაკლი ალასანია საქართველოში არ იქნება. თავდაცვის სამინისტროს პოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე სრულად იქნება წარმოდგენილი მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელზეც ხდება უფლებების დელეგირება კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომლის ვიზიტი ესტონეთში 27-30 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიმედოვნებთ, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი მომავალში მუდმივ წევრებთან უფრო კოორდინირებულად იმუშავებს",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.