BBC: საქართველოში ბევრი ქალი 21:00 საათის შემდეგ გარეთ არ გადის

BBC: საქართველოში ბევრი ქალი 21:00 საათის შემდეგ გარეთ არ გადის

უნდა ჰქონდეთ თუ არა ქალბატონებს მეტი სოციალური თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში? ამ კითხვას ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სვამს და რეგიონში ქალთა სოციალური ცხოვრებით ინტერესდება.

„ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, რომლებიც  გეოგრაფიულად, ახლა უკვე ევროპასთან დაახლოებულნი არიან, დიდი სოციალური თავისუფლებით სარგებლობენ  - აქტიური ღამის ცხოვრება, ღამის კლუბები და ბარები. მაგრამ ამ თავისუფლებით ყველა ქალი ვერ სარგებლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 21:00 საათის შემდეგ ბევრი მათგანი გარეთ არ გადის“,- წერს BBC.

ბრიტანული კომპანია აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალბატონებს მიმართავს და საკუთარი ღამის ცხოვრების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის გაგზავნას სთხოვს, რომლის გამოქვეყნებასაც BBC  საკუთარ ვებგვერდზე გეგმავს.

„ცხოვრობთ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში? რას ფიქრობთ იმაზე, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა ღამით იარონ წვეულებებზე და დადიხართ თუ არა ხშირად, ღამით წვეულებებზე? როგორ ერთობით ღამით და ფიქრობთ თუ არა რომ ხშირად, ამ პერიოდში ქალის გართობა ცუდი იდეაა?“,- მიმართავს BBC ქალბატონებს.