თედო ჯაფარიძე მზად არის უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს

თედო ჯაფარიძე მზად არის უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე მზად არის მასში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც საკითხის კომენტირებისას ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიწვეულია, თუმცა მთავარია, სხდომა ჩატარდეს.

"ერთია დაპატიჟება და შემდეგ ის, რომ უცებ ქეიფი გადაიდოს", - განუცხადა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას თედო ჯაფარიძემ.

პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საბჭოს სხდომაზე განსახილველი თემაა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხი. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მუდმივი წევრების გარდა მიწვეულია ორი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი და სამი კომიტეტის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.