ქართული დელეგაციის  წევრები ჩინეთის სასმელებისა და კვებითი მრეწველობის გამოფენის გახსნას დაესწრნენ

ქართული დელეგაციის წევრები ჩინეთის სასმელებისა და კვებითი მრეწველობის გამოფენის გახსნას დაესწრნენ

24 ოქტომბერს,  სიჩუანის პროვინციაში ქ. ჩენგდუში სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა  (The 15th Western China International fair) გაიხსნა, სადაც ქართული  კომპანიები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის წევრები  საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური გამოფენის გახსნას დაესწრნენ და  გამოფენაზე წარმოდგენილი  ქართული სტენდი დაათვალიერეს.

ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია. გამოფენაში The 15th Western China International fair 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება, საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ეკონომიკის სამინისტროს  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ გამოფენაზე ქართულ სტენდზე  წარმოდგენილია ღვინის, წვენების, წყლის და  კვების მრეწველობაში მოქმედი ქართული კომპანიები. გამოფენაზე საკუთრი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა  "კულა", "მარნეულის სასურსათო ქარხანა", "წყალი მარგებელი". ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ შემდეგი ღვინის კომპანიები: "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა" "შატო მუხრანი" "ს.ს. ბაგრატიონი 1882", "კახური ღვინის მარანი", "ქინძმარაულის მარანი" და "ქიმერიონი".