თბილისობის დღესასწაულზე მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

თბილისობის დღესასწაულზე მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, 25-26 ოქტომბერს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

"თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაგიროთი მგზავრობა იქნება უფასო", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

მისივე ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ავტოტრანსპორტისთვის.

თბილისობის დღესასწაული 25-26 ოქტომბერს გაიმართება.