სამუშაო საუზმე იაპონია - საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ლიგასთან

სამუშაო საუზმე იაპონია - საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ლიგასთან

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ლიგის წარმომადგენლებთან სამუშაო საუზმე გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო.

სამუშაო საუზმეს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე,  საქართველოს პარლამენტის წევრები გია ცაგარეიშვილი, ნანა ყეინიშვილი, შოთა ხაბარელი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.