"ბოევიკებმა" ოთხი უკრაინელი სამხედრო დაჭრეს

ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ბოევიკების" მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, წუხელ "ბოევიეკბმა" ცეცხლი გახსნეს უკრაინის სამთავრობო ძალების ბლოკპოსტის მიმართულებით დონეცკის ოლქის დებალცევოს რაიონში და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში.

"ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის სამხრეთ ნაწილს და დონეცკის აეროპორტს ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონტროლებენ. ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე "ბოევიკების" მხრიდან ცეცხლის გახსნა შესამჩნევად შემცირდა", - ნათქვამია უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის განცხადებაში.