მაია ფანჯიკიძე - თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, საბჭოს შეკრებას აზრი არ ექნება

მაია ფანჯიკიძე - თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, საბჭოს შეკრებას აზრი არ ექნება

თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, საბჭოს შეკრებას აზრი არ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 28 ოქტომბერს 15:00 საათზეა დაგეგმილი, მან მიწვევა მიიღო. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, როდესაც ეს მოწვევა მიიღო, იმ დროს მიემგზავრებოდა ლუქსემბურგში და შემდეგ იქიდან გაემგზავრა ბერლინში.

"სულ რაღაც ერთი საათის წინ ჩამოვედი და წავიკითხე, რომ რამდენიმე წევრი, მათ შორის მუდმივი და მნიშვნელოვანი წევრები უშიშროების საბჭოსი 28-ში აქ არ იქნებიან. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ მეც მომიწიოს შექმნილი ვითარების გამო ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოში გამგზავრება მომავალ კვირას. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი დღე იქნება. თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას?! როდესაც იქნება ყველა, ვინც უნდა იყოს ამ სხდომაზე, მე რა საკვირველია მონაწილეობას მივიღებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.