ის რაც ხდება ქართულ ტელევიზიებში იმდენად ყარს, რომ იქ ახლოს გავლაც კი არ მინდა

ის რაც ხდება ქართულ ტელევიზიებში იმდენად ყარს, რომ იქ ახლოს გავლაც კი არ მინდა

როგორც ხაინდრავა აცხადებს, როცა ის „იმედს“ ვუყურებს თმა ყალყზე უდგას რადგან ტელეარხზე ვაქჰანალიაა. „რუსთავი 2“-ის ხმას აყოლილია სხვა ტელევიზიებიც,ზუსტად იგივე ხდება ინგა გრიგოლიას გადაცემაში , იგივე ხდება ნინო ჟიჟილაშვილთან. მე ვიცი ამის უკან რა დგას. მოსაზრებები მაქვს ამ საკითხზე და როცა საჭირო იქნება ვიტყვი მაგრამ არც არასოდეს დამიმალავს, რაც ხდება ტელევიზიებში ეს არის ვნების დაკმაყოფილება საკუთარი სინდისის და პროფესიონალიზმის ფულზე გაყიდვა.

ამას აკეთებენ პირადი ინტერესების გამო, როცა პრაქტიკულად ხდება საზოგადეობის მოწამვლა. რამდენიმე ადამიანს აქვს ტელეეთერი ჩაგდებული ხელში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მათ არანაირი კავშირი საზოგადოებრივ ინტერესთან არ აქვთ, მათი პირადი ინტერესი გადაბმულია პოლიტიკასთან. ამ ინტერესებს ემსახურება უმარავი ადამიანი, ვისაც ადრე პატივს ვცემდი. სამწუხაროდ მათდამი პატივისცემა დაკარგული მაქვს დიდი ხანია... მე ვმეგობრობდი ბადრი პატარკაციშვილთან , პრაქტიკულად ინა გუდავაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ახლოსაც არ მინდა ტელეკომპანია „იმედთან“ გაკარება. ის რაც ხდება ქართულ ტელევიზიებში იმდენად ყარს, რომ იქ ახლოს გავლაც კი არ მინდა. როგორც ბადრის მეგობარი, რაც ამ არხზე ხდება , რომ ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგას. უბრალოდ მისი დანატოვარი მეცოდება, რა ვაქჰანალიასაც იმ ტელევიზიაში ვხედავთ“,-განაცხადა გოგა ხაინდრავამ „ალიასთან“