ნანი ბრეგვაძის პასუხი რეზო მაშუკელს

ნანი ბრეგვაძის პასუხი რეზო მაშუკელს

რამდენიც გინდა ილაპარაკე, მაგრამ ჯობია, რომ დაწყნარდე და უფრო კეთილშობილური ადამიანი გახდე - ასე პასუხობს ნანი ბრეგვაძე პოეტ რეზო ამაშუკელის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. როგორც მომღერალმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას განაცხადა, მას არ აინტერესებს ამაშუკელის აზრი, თუმცა ნანი ბრეგვაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ „რამ გააბოროტა ასე“ ამაშუკელი.

„თვითონ არ არის გასაკრიტიკებელი? პირველ რიგში საჭიროა, შენ იყო პიროვნება და არ უნდა იყო ასე გაბოროტებული. რამ გააბოროტა ასე, საინტერესოა. ეს მისი აზრია, ილაპარაკოს რამდენიც უნდა. ჩემი კომენტარი ეს იქნება: რამდენიც გინდა ილაპარაკე, მაგრამ ჯობია, რომ დაწყნარდე და უფრო კეთილშობილური ადამიანი გახდე“. არც მაინტერესებს მაგის აზრი“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ ნანი ბრეგვაძემ.

შეგახსენებთ რომ პოეტმა რეზო ამაშუკელემა საგაზეთო ინტერვიუში ნანი ბრეგვაძე გააკრიტიკა „გეკითხებით, ეს ქვეყანაა?! და ნანი ბრეგვაძე, რომ გამომიხტა? ვის რაღად უნდა მაგის სიმღერა, რომ წავიდა და კოვზირიძესთან დაჯდა „ტაბულაზე“? გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა!” - განაცხადა ალიასტან ინტერვიუში პოეტმა