ოცნების დეპუტატები ჯანყარაშვილს ვერ ხვდებიან

ოცნების დეპუტატები ჯანყარაშვილს ვერ ხვდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს, საგაზეთო ინტერვიუში პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით დაახლოებით ერთი თვის წინ ფრაქციის თავმჯდომარემ ფრაქციის წევრებს აღუთქვა, რომ პრემიერ მინისტრთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრა იქნებოდა.

ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ ერთი თვის წინ დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, თუმცა ის ფიქრობს, რომ მანამდე შეხვედრა ჯანყარაშვილთან უნდა მოხდეს, რომელიც პარტიულ იერარქიაში ახალი კაცია. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება პარტია არსებობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ საარჩევნო სიები შეადგინოს, მისივე თქმით ახლა ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა და რაც უფრო დააგვიანებს ჯანყარაშვილთან შეხვედრა, მით უფრო უარესი იქნება პარტიისთვის. „ამ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია : სანამ ზვიად ჯანყარაშვილს არ შევხვდებით , მანამდე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ გაწონასწორებულები, შეიძლება მავანმა თქვას რა გახდა ეს შეხვედრა ამდენი ხნის განმავლობაშიო? ის მავანი მართალი იქნება, მაგრამ ეს რეალობაა“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ „ალიასთან“ ინტერვიუში