„ვიღას რაღად უნდა მაგის სიმღერა?.. გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა“

„ვიღას რაღად უნდა მაგის სიმღერა?.. გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა“

პოეტი რევაზ ამაშუკელი ინტელიგენციას უპირისპირდება და აცხადებს, რომ რობერტ სტურუას გარდა ხმას არავინ არ იღებს „მერაბ ბერძენიშვილი დგას, როგორც კლდე“.

რეზო ამაშუკელი რევაზ გაბრიაძეს, რევაზ მიშველაძეს, ლაშა ბაქრაძეს, დათო ტურაშვილს და ნანი ბრეგვაძეს აკრიტიკებს და როგორც თავად აცხადებს, ვითაც ვიღაცეებს კიდევ არ ასახელებს. „გეკითხებით, ეს ქვეყანაა?! და ნანი ბრეგვაძე, რომ გამომიხტა? ვის რაღად უნდა მაგის სიმღერა, რომ წავიდა და კოვზირიძესთან დაჯდა „ტაბულაზე“? გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა! მიმიფურთხებია მაგათთვის, ყველა მომღერლი შემძულდა უკვე. ღნავიან რაღაცას და ფეხზე ჰკიდიათ სამშობლო...“,-განაცხადა რევაზ ამაშუკელმა „ალიასთან“ ინტერვიუში.