ხულოს მუფთის გურამ აბაშიძის ინფორმაციით გუშინ, სოფელ მოხეში პოლიციასთან შეტაკებისას დაკავებულ პირებს უახლოეს დროში გაათავისუფლებენ. ეს განცხადება გურამ აბაშიძემ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
აბაშიძის თქმით მან სამართალდამცველებისგან პირობა მიიღო, რომ 11 დაკავებულს უახლოეს დროში გაათავისუფლებენ , ხოლო დანარჩენ სამს ოდნავ მოგვიანებით. შეგახსენებთ, რომ სამხარეო სამმართველოს შენობასთან მუსლიმი მოსახლეობის აქცია მიმდინარეობს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
246
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85