„შეგვინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება“-მუსლიმი მოსახლეობის აქცია ადიგენში

„შეგვინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება“-მუსლიმი მოსახლეობის აქცია ადიგენში

მუსლიმი მოსახლეობა ადიგენის რაიონის სახარეო სამმართველოსთან მშვიდობიან აქციას მართავენ. ისინი გუშინ, სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

„მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, „შეგვინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება“, „პატივი ვცეთ დემოკრატიას!“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანეს აქციის მონაწილეებმა სამხარეო სამმართველოს შენობასთან. სამხარეო სამმართველოსთან იმყოფებიან მუსლიმ ქალთა კავშირის წარმომადგენლებიც. სამხარეო სამმართველოსთან 200–ზე მეტი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის არიან ის ქალბატონებიც რომლებიც ამბობენ, რომ გუშინ პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდნენ.