სააგენტომ იმერეთში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

სააგენტომ იმერეთში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე  ღია სააქციო საზოგადოება  „აკორდ ჯორჯიას" სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა "ფორმა #2" არ ახლდა.

გარდა ამისა "აკორდ ჯორჯია" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც აღნიშნული კომპანია საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" შესაბამისად  500 ლარით დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ვეტერინარული მოწმობა "ფორმა#2-ის" გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის კი კომპანია, ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა.