„წყალი მარგებელი“ ახალგაზრდებს ოლიმპიურ ფესტივალზე მოხალისეებად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს.

„წყალი მარგებელი“ ახალგაზრდებს ოლიმპიურ ფესტივალზე მოხალისეებად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, 2015 წლის ზაფხულში გასამართი ღონისძიების მხარდასაჭერად, მოხალისეთა რეგისტრაციის აქტიურ კამპანიას იწყებს.  ქვეყნის მასშტაბით 2000 მდე მოხალისემ უნდა უზრუნველყოს ფესტივალის  წარმატებით ჩატარება.

„წყალი მარგებელი“ რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პლატინის სპონსორია, აქტიურად ერთვება კამპანიაში და ახალგაზრდებს მოხალისეებად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს.

„2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.  ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ქალაქისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის, არამარტო სპორტული, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობით. თბილისი თანდათანობით კავკასიაში სპორტული აქტივობების რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება, ვითარდება სპორტის სხვადასხვა სახეობა და შენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა. ასეთ პირობებში ჩვენი ხედვაა რომ ქართული ბიზნესი აუცილებლად გვერდში უნდა ამოუდგეს მსგავს წამოწყებებს. ჩვენი ხედვაა რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებად განხორციელებისთვის, როგორც უშუალოდ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობით, ასევე მოხალისეთა მხრიდან. ჩვენ ვუერთდებით ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის წამოწყებას  და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გააქტიურდნენ და გამოიყენონ უნიკალური შანსი გახდნენ ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების თანამონაწილენი. მოხალისეთა დარეგისტრირება შესაძლებელია Online, ფესტივალის ოფიციალურ საიტზე (http://www.tbilisi2015.com/) 2015 წლის თებერვლამდე. რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შედეგად ისინი უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ რომელიც მომავალშიც აუცილებლად გამოადგებათ“ - აცხადებს „წყალი მარგებელის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.

მოხალისეები მიიღებენ:

EYOF თბილისი2015-ის მაღალი ხარისხის ბრენდირებულ ეკიპირებას (მაისური, ქუდი, ჩანთა, ფეხსაცმელი და სხვა)

ორჯერად კვებას ფესტივალის მსვლელობის დროს

EYOF თბილისი2015-ში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს

უდიდეს გამოცდილებას

ფესტივალის დაწყებამდე მოხალისეები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს. ტრენინგების განმავლობაში მოეწყობა მრავალი გასართობი ღონისძიება.