ჭიკაიძის მოადგილის სახლთან ავტომანქანა ააფეთქეს

ჭიკაიძის მოადგილის სახლთან ავტომანქანა ააფეთქეს

სოციალური ქსელებით და სხვადასხვა საინფორმაციო საშაულებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ვაზისუბანში, ერთ-ერთი ბინზესმენის კუთვნილი ავტომობილი „სუბარუ“ ააფეთქეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ბინზესმენის სახელი ვალიკო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ვრცელდება ინფრომაცია , რომ აფეთქება „რგდ“-ს ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით აფეთქება შს მინისტრის მოადგლის ლევან იზორიას საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე მეტრში განხორციელდა. დეტალების გასარკვევად „პირველი რადიო“ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას გაარკვევენ.