წუხელ

წუხელ "ბოევიკებმა" უკრაინელ სამხედროებს 30-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ტერორისტები კვლავ განაგრძობენ უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე თავდასხმებს. 

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის პრესცენტრის ინფორმაციით, წუხელ დონეცკის ოლქის რამდენიმე რაიონზე ბოევიკებმა "გრადიდან" ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელ სამხედროებს. არსებული ინფორმაციით, ნიკოლაევკისა და დებალცევოს რაიონში "ბოევიკების" სნაიპერთა დაჯგუფება მოქმედებს. 

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის პრესცენტრის ცნობით, "ბოევიკები" წუხელ ასევე შეეცადნენ დონეცკის აეროპორტის შტურმით აღებას. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ბოევიკებმა" უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით სულ მცირე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი.