ტოკიოში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იაპონიის პარლამენტს ეწვევა. ოფიციალური პროგრამის მიხედვით , საქართველოს პირველი პირი ქვედა პალატის სპიკერ ბუნმეი იბუკისთან გამართავს შეხვედრას. შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სასტუმროში დაბრუნება და ჯერ კორპორაცია "მარუბენის" თავმჯდომარე ტერო ასადასთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი - ბიზნეს ორგანიზაცია Keizal Doyukai-ის წარმომადგენლებთან.
დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე იაპონურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს.
პრეზიდენტის შეხვედრების პარალელურად, დღეს საკუთარი პროგრამა ექნება პირველ ლედისაც. მაკა ჩიჩუა იაპონურ სამოსს, კიმონოს გაეცნობა და იკებანაში – ყვავილების მორთვაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას საქართველოში იაპონიიის ელჩის მეუღლე ჰარუე კაიტანიც დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილი იაპონიას ოფიციალური ვიზიტით 21 ოქტომბერს ეწვია. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა უკვე არაერთი შეხვედრა გამართა, ხვალ მას იაპონიის იმპერატორი და პრემიერ-მინისტრი მიიღებენ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ქალაქ კიოტოში იმყოფებოდა.