დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ვირუსით უკვე 10 ათასამდე ადამიანია დაავადებული

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ვირუსით უკვე 10 ათასამდე ადამიანია დაავადებული

ებოლას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 10 ათას ადამიანს აღწევს. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, დაინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა 9936 ადამიანია, 4877 - გარდაცვლილი.

აღნიშნული მონაცემები დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი დაინფიცირებული სამ დასავლეთაფრიკულ ქვეყანაზე - ლიბერიაზე, გვინეასა და სიერა-ლიონეზე მოდის. აქ ვირუსით 9911 ადამიანია დაინფიცირებული, 4868 გარდაიცვალა, ლიბერიაში 2,7 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 4,6 ათასი - დაინფიცირებულია.