22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა და მათმა ოფიცრებმა გამწვანების აქციები მოაწყვეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულებისა და მათი ოფიცრების მიერ დაირგო: ყვარლის რაიონში, ილიას ტბის ზონაში – 20 ძირი აკაციის ნერგი; ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში – 15 ძირი პალმა; ოზურგეთს ა. წუწუნავას სახელობის თეატრის მიმდებარე სკვერში – 20 ძირი ჭადარი; ახალციხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ეზოში – 30 ძირი კავკასიური ფიჭვი; ბათუმში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩის გასწვრივ – 30 დეკორატიული ბუჩქი; ქარელის რაიონში მდებარე სამწვერისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის ეზოში – 30 ძირი ფიჭვი; სამტრედიაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლების სახელობის სკვერში – 13 ძირი ნეკერჩხალი და კოპიტი; ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – 12 ძირი ნეკერჩხალი და კოპიტი.
აქციის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულერბისა და პრობაციის ოფიცრების მიერ სულ 170 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.