21 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში SIGMA-ს (ევროკავშირისა და OECD-ის ერთობლივი ინიციატივა) მისიის ოთხ დღიანი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს.
22 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სემინარი გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ევროკავშირის ახალი დირექტივების გაცნობის მიზნით.
სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატის და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები.
სამუშაო ვიზიტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრება ის სფეროები, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ძირითად სტანდარტებთან და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოვებისათვის საჭიროებს შემდგომ დახვეწას.
შეხვედრებზე, ასევე, განიხილება ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრის ჩატარებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.