საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ კიოტოში კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ქართულ დელეგაციასთან ერთად მათ საიმპერატორო ბაღი „სენტო გოსიო", ტაძრები „კინკაკუ ჯი" და „რუან ჯი" დაათვალიერეს.
ქვეყნის პირველ პირს მეგზურობას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევდნენ.