მომღერალი ნანი ბრეგვაძე ქართველი მომღერლების რუსეთში სტუმრობას აფასებს. ბრეგვაძე თვლის, რომ რუსეთში სიმღერით ქართველებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. აღნიშნულის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „მძიმე კაცთან" ისაუბრა:
„რა ამბავია, რას ნიშნავს, წავიდნენ და რა გაფუჭდა. მითხარით, რას ნიშნავს საუბარი, უყვარს თავისი ქვეყანა, არ უყვარს თავისი ქვეყანა... შენ შენს საქმეს თუ ძალიან კარგად გააკეთებ, იმათ უფრო ეყვარები. ისინი უფრო საცოდავები არიან, რომ შენ, ძლიერი ადამიანი მიდიხარ და ხელოვნებას ისე აწვდი, რომ ისინი გიჟდებიან შენს ქვეყანაზე.
პოლიტიკას როგორ არა აქვს მნიშვნელობა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხალხი სულ სხვა არის. ალბათ, ის სისტემაა ესეთი საშინელება, თორემ ეს ხალხი თვითონ ტირიან, გიჟდებიან, არ არსებობს კონცერტი,სადაც „თბილისოს" და „სულიკოს" არ ელოდებიან. ისინი რომ წავიდნენ, ამხელა ამბის ატეხვა როგორ შეიძლება?! არ მესმის, რა გაფუჭდა. მეც წავიდოდი იმ შემთხვევაში,თუ კონცერტი მარტო ქართველებთან იქნებოდა, ქართულ დიასპორასთან", - აღნიშნავს ბრეგვაძე.
ნანი ბრეგვაძემ რუსი მომღერლების შემოქმედებაზეც ისაუბრა:
„მაპატიოს რუსეთმა და ყველა იმ მომღერალმა, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ რუსი მომღერლები ბურანში არიან, არ იციან, რაზე მღერიან და გაკეთებულები არიან... სულ ჩანაწერებით მღერიან" - აცხადებს მომღერალი.