დაზარალებულები ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამოტანილი განაჩენით ნაწილობრივ უკმაყოფილოები არიან. როგორც ოთარ სურმანიძემ განმარტა, ისინი ელოდნენ, რომ ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესჯებოდათ.
„ახალი დეტალები ბევრი გამოიკვეთა, მაგრამ სასამართლოს განაჩენს ვეცნობოდი კვალდაკვალ და ვიცოდი სასამართლოს განაჩენი რა იყო. მე ველოდი უმაღლეს სასჯელს, მაგრამ ნაწილობრივ სლაბი სასჯელი მისცეს. ასეთ ჯალათებს მე ვფიქრობ, უვადო პატიმრობა ეკუთვნოდათ“, - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
კიდევ ერთი დაზარალებული მიხეილ ართმელიძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ მას კიდევ დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. ამას გარდა, ართმელიძე ბრალდებულებისათვის უვადო პატიმრობის მისჯას მოითხოვს.
„მე მადლობას ვეტყვი იმისათვის, რომ 9 წლის წინ დაძირული, დაძინებული საქმე გააღვიძა ამ მოსამართლემ. მე ძალიან მეცოტავა სასჯელი, რაც მისცეს. ჩვენ მოვითხოვთ უვადო პატიმრობას. აბა ვინ ცახოცა ეს ბიჭები? ბუნებრივად ჩაიხოცნენ? ვინ მიუწყო ავტომატები ამ ბიჭებს, რაში იყო საქმე? ეს ბრალდება იყო შეთითხნილი, როდის იყო რომ რუსთავი ციხე აიღო სამმა ბიჭმა, ეს გაუგებარია“, - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიხეილ ართმელიძემ.
324
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85