საუბრის ერთ-ერთი თემა იმ არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია იყო, რომელიც საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტზე მიიღო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გენერალთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა აღნიშნული პაკეტის მნიშვნელობას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რისი ერთ-ერთი დასტურიც იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“. გენერალმა ბრიდლავმა საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.