დღეს უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა აფიორა, მოატყუა საქართველოს მოსახლეობა და მან პასუხი უნდა აგოს როგორც ძველმა ხელისუფლებამ , - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისივე თქმით, რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, იმას აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება. ხატიაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რომელმა გვარმა ჩაიდინა დანაშაული.
"ის რაც ხდება, ეს არის ამაზრზენი. არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება და ასე უაპელაციოდ ერთმანეთზე ტალახის სროლა. როდესაც "ობიექტივის" წინ აქციებს ვმართავდით მე ვიყავი ერთადერთი, "ობიექტივის" ჟურნალისტებთან ერთად ძალადობას ვაპროტესტებდით. მაგრამ დღეს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და იგივე ძალადობას აქვს ადგილი, ჩვენ კიდევ ერთად უნდა დავდგეთ. როდესაც ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, საცოდავ ხალხს ყრიდნენ. ადამიანები სიზმარს ნახულობდნენ, რომ პროკურორთან მისულიყვნენ და ქონება მიეცათ, დღევანდელმა "ქართულმა ოცნებამ" ეს ხალხი პროკურატურაში მოიყვანა და ფინანსური პოლიციის კადრები დანიშნა მთავარ პროკურორად და ადამიანები, რომლებიც უჩიოდნენ იმ პროკურორებს, ვინც მათ ქონება წაართვა და დღეს ის პროკურორები იძიებენ იმ საქმეებს, ჩვენ ეს სიბინძურე თუ არ გავაპროტესტეთ მუდმივად ვიქნებით ამ ბინძურ ჭაობში. რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, იმას აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რომელმა გვარმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ უფლებადამცველები, ვინც ამას ვაპროტესტებდით, ისევ ერთად უნდა დავდგეთ, ეს უნდა გავაპროტესტოთ. მე მინდა წესიერი სახელმწიფო", - აღნიშნა ზაზა ხაიტიაშვილმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება თავის დაცვის ქვეშ მყოფთან. ხატიაშვილის განმარტებით, ეს არის გაერო-ს კონვენცია.
"ეს არის გაუნათლებლობა, უვიციზმი, როდესაც ადვოკატი გამოდის პროცესიდან ვიღაც მიეპარება და მიაფურთხებს. იმ პროკურორებმა ვინც ჩაიდინეს დანაშაული გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეზე, გაგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის შვილი როგორ ჩაცხრილეს ყველას კარგად გვახსოვს. და ეს ადამიანები, ვისი სურათებითაც დღევანდელი ხელისუფლება ქუჩაში აქციებს მართავდა, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში. ქადაგიძე, თუ ქადაგიშვილი და მისი მოადგილე მირზოევი დღეს პოლიციის სამმართველოს მაღალ თანამდებობეზე დანიშნეს. ჩვენთვის რა მნიშვნლობა აქვს რომელი ხელისუფლება აწამებს ადამიანს. მე ექვსი წელი ვიბრძოლე და სააკაშვილის ხელისუფლებას სასამართლო პროცესი მოვუგე და რა გააკეთა ღარიბაშვილმა, ვიღაც მწამებელი ქობულია პოლიციის უფროსად დანიშნა, რომელიც არის ერთ-ერთი ჯალათი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით მოვიგე. ეს არის ორი ერთნაირი ხელისუფლება, ჩვენ ისევ უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არავის აწამებს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ აწამა? ის ხალხი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, დღეს უნდა დავდგეთ ისევ ერთად და ის ჭაობი, რაშიც საქართველო იყო, აღარ უნდა გამეორდეს", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებაც ისაუბრა და პარლამენტი გააკრიტიკა. მან საკანონმდებლო ორგანოს უნამუსო პარლამენტი უწოდა.
"ჩვენ ვიბრძოდით, რომ მოწმე სასამართლო პროცესზე დაკითხულიყო. გახსოვთ ალბათ ხაშურის პოლიციაში რაც მოხდა. თქვენ გახსოვთ მაშინ ბიძინა ივანიშვილის ცრემლიანი თვალები, მე რომ მოვალ ეს არ განმეორდება, ფიცი დადო ჩვენს წინაშე, რომ მოწმე დაიკითხებოდა სასამართლო პროცესზე 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან მოწმე უნდა დაკითხულიყო სასამართლო პროცესზე, რა გააკეთა ამ პარლამენტმა?! ასეთი უნამუსო პარლამენტი, დღეს რომ არის საქართველოში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და რატომ? მოწმის დაკითხვაზე რა გააკეთა, ივლისში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოწმე უნდა დაიკითხოს სასამართლო პროცესზეო, სექტემბერში თქვეს, რომ დეკემბერში უნდა დაიკითხოსო და დეკემბერში თქვეს ორი წლით გადავდოთო. ამ პარლამენტმა სამი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი მართული პარლამენტი ჯაბა იოსელიანის დროს არ იყო, ესენი არიან იმ რეჟიმის გამგრძელებლები, ჩვენ ქართველ მოსახლეობას გვებრძვიან. დღეს გამოდიან და ერთმანეთს ეძახიან, მერე რა რომ მე, ფული მოვიპარე სააკაშვილის დროს ხომ უფრო მეტი მოიპარეთო. იმას კი არ იძახიან, რომ ეს გაჭირვებული ხალხი შაქრის ყიდვის ფული არ აქვთ საცოდავებს მივეხმაროთო. ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორ მანქანაზე დაჯდებიან. ჩემსავით გააპროტესტეთ. დღეს უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა აფიორა მოატყუა საქართველოს მოსახლეობა და მან უნდა პასუხი აგოს როგორც ძველმა ხელისუფლებამ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.