ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს კუთვნილი რეგიონის, აფხაზეთისთვის შეთავაზებული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შეთანხმება, ნეგატიური ნაბიჯია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე მოახდინონ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.
"ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფად დაუახლოვდეს ევროკავშირის ფასეულობებს, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო და რა თქმა უნდა, გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა ურმას პაეტმა