ბაჩო ახალაიას განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა

ბაჩო ახალაიას განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღევანდელი განაჩენის გამოცხადებისას პროცესის დამსწრეთა უმრავლესობას დარბაზი დაატოვებინა.

ამის მიზეზი ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში დარბაზის ოვაციები გახდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახურმა დარბაზის ერთ მხარეს სრულად დაატოვებინა პროცესი.

რაც შეეხება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას, დარბაზის იმ ნაწილმა, რომელიც გამოცხადებას ესწრებოდა, აღნიშნული გააპროტესტა და სასამართლო დარბაზი დატოვა.

გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს ჰოლშიც, სადაც მობილიზებული არიან როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასამართლოს მანდატურის სამსახური.

ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე(სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის(წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა.