ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი, 11 წელი მიესაჯა.
ძებნილ მეგის ქარდავას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმეთვიანი საქმის განხილვა 17 ოქტომბერს დაასრულა.
ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებული. კერძოდ, საუბარია იმ პატიმრების ცემაზე, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ნავთლუღში მოკლული პირების დახმარებით ციხიდან გაქცევას გეგმავდნენ.
გარდა ამისა, ამავე საქმესთან ერთად განიხილებოდა ბაჩო ახალიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი - სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნა.