ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას მიმართ განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
საქმეში ბრალდებულ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრლად.
ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებული. კერძოდ, საუბარია იმ პატიმრების ცემაზე, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ნავთლუღში მოკლული პირების დახმარებით ციხიდან გაქცევას გეგმავდნენ.