დავით ბერძენიშვილი - დადგა მომენტი, როცა კოალიციაში შესაძლებელია მეტი დემოკრატიულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

დავით ბერძენიშვილი - დადგა მომენტი, როცა კოალიციაში შესაძლებელია მეტი დემოკრატიულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

დადგა მომენტი, როცა კოალიციაში შესაძლებელია მეტი დემოკრატიულობა გადაწყვეტილებების მიღების და მისი რეალიზების პროცესში, - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" გააკეთა. 

როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, დასრულდა ეტაპი, როცა ჩატარდა რამდენიმე არჩევნები, დასრულდა კოჰაბიტაცია, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, გაიმართა ნატოს სამიტი და თუ აქამდე სხვა ამოცანები იყო, ახლა სხვა ამოცანები დგას.

მისივე თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" მეტი სიმტკიცე, მეტი დემოკრატიულობით იქნება უზრუნველყოფილი. 

"ვვარაუდობ, რომ დავით უსუფაშვილი და "რესპუბლიკური" პარტია, ისევე, როგორც ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები" და სხვა სუბიექტები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ახალი რეალობის გათვალისწინებით, უფრო ჩართული იქნებიან გადაწყვეტილებების მეტად მიღებასა და მის რეალიზებაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მთავარია რამდენიმე კაცზე აეწყოს სისტემა და ეს სისტემა იმუშავებს, ეს დემოკრატია არ არის. სისტემა მუშაობს პარტიებზე, პოლიტიკის სუბიექტები არიან პარტიები და მათი ლიდერები", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.