"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის მიზეზი გახდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირი ორგანიზაციის წევრი და აქციის ორგანიზატორი არ არის. მათი ინფორმაციით, პირი, რომელიც დააკავეს, გამვლელი იყო და აქციას მხარი დაუჭირა. 

დაკავებულმა საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაყვანამდე ვინაობა დაასახელა და აღნიშნა, რომ იგი გიორგი ბენდელიანია. მისივე მტკიცებით, მისი მხრიდან პოლიციელის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.