საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს იმაზე მეტი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენს შორის მანძილია

საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს იმაზე მეტი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენს შორის მანძილია

საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. როგორც იუვალ ფუქსმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონალური საკითხები.

"თქვენ იცით, რომ მანძილი იერუსალიმსა და თბილისს შორის 2 ათას კილომეტრზე ნაკლებია. ჩვენს ურთიერთობებს იმაზე მეტი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენს შორის მანძილია. ეს მიუთითებს ისტორიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ამავდროულად ეს მიუთითებს, თუ რამდენად მჭიდრო კავშირია ჩვენს შორის და რამდენად ახლოს ვართ ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს და ჩვენს რეგიონში სტაბილურობას ეხება", -განაცხადა ელჩმა.

როგორც იუვალ ფუქსმა აღნიშნა, ისრაელის დელეგაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ისრაელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ასევე განვიხილეთ, როგორ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები" , -განაცხადა იუვალ ფუქსმა.