საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ისარელის აბსორბაციის მინისტრმა სოფია ლანვერმა განაცხადა, დღეს საქართველო და ისრაელი ზეიმობს 26-საუკუნოვან მეგობრობას.
"ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მომავალში იქნება და არა ის რაც იყო. ძალიან დიდი ურთიერთანამშრომლობა გველის ორ ხალხს შორის და უდიდეს მომავალს ვუწინასწარმეტყველებ ერებს შორის მეგობრობას", - განაცხადა სოფია ლანვერმა.