პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, საბერძნეთის სასამართლო არა კონკრეტული პირის ბრალეულობას, არამედ პიროვნების გადაცემის მიზანშეწონილობას განიხილავს.
"თითქოს დათა ახალაია გამართლებული იქნა ჩადენილ დანაშაულებში საბერძნეთის სასამართლოს მიერ, ეს არის მცდარი ინფორმაცია და მცდარი მოსაზრება. საზოგადოებას მსურს ვაუწყო, რომ საბერძნეთის სასამართლო კონკრეტული პირის დანაშაულში ბრალეულობის საკითხს არ იხილავს. ის იხილავს მხარისთვის პიროვნების გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხს. ის ფაქტი, რომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საქართველოს უარი ეთქვა, უკვე გასაჩივრებულია საბერძნეთის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ველოდებით საბოლოო შედეგს მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „მოამბის“ ეთერში პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პეტრას სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურას უარი განუცხადა.