ქალ პატიმრებს სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ქალ პატიმრებს სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდებათ

20-24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების სისტემაში ქალ პატიმრებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მიზნით ნებაყოფლობითი სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდებათ, კვლევის შედეგებს კი შესაბამისი პროფილის ექიმები შეაფასებენ. კამპანია პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ზემოთჩამოთვლილი დაავადებების მასობრივი სკრინინგით პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც კიბოთი გარდაცვალების რისკს  35-40%-ით ამცირებს, ხოლო დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში გამოჯანმრთელების რეალური შანსი 100-დან 75 შემთხვევაში არსებობს.