სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5 წლიანი პატიმრობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში დარჩა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დაკისრებული 50 ათასიანი ჯარიმა.

ქუთაისის საპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე განაჩენი დღეს გამოიტანა. სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეს განიხილავდა, რომელიც კვარიათის აგარაკის საკითხსა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირდება.