პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მე-12 და მე-9 კლასის მოწაფეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა.
სკოლის შენობაში დაწყებული ჩხუბი შენობის გარეთაც გაგრძელდა. დაშავებულია ერთ-ერთი მოსწავლე. მან სხეულის დაზიანებები და ტვინის შერყევა მიიღო.დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.ფაქტს სკოლის მანდატურისა და მოსწავლეების სახით მრავლად ჰყავს თვითმხილველი. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
342
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85