შს ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გარდა კიდევ არსებობს მინიმუმ სამი- ოთხი სამალავი, ამასთან, კობა ნარჩემაშვილი დარწმუნებულია, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღესაც მოუსმინოს ხელისუფლებას.
„ჩემი ინფორმაციით სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გარდა მინიმუმ სამი- ოთხი სამალავი არსებობს, მეტიც, როდესაც ნაციონალები ხელისუფლებიდან მიდიოდნენ გადაწყვიტეს თბილისში რამდენიმე ადგილას განეთავსებინათ ოპერატიულ ტექნიკური სამსახური, რომლებიც ხელისუფლებას მოუსმენდა. მეტსაც გეტყვით პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამეგრელოს ტყეში რამდენიმე ათეული კაცი გაემგზავრა და ახალაიას განკარგულების მოლოდინში პარტიზანულ პირობებში ცხოვრობდა. ისიც ცნობილია, რომელ ადგილზე იმყოფებოდნენ- კურზუში. დაავადებული ხალხის ტვინში რა მწიფდებოდა კაცმა არ იცის. დარწმუნებული ვარ ნაციონალური მოძრაობა დღესაც უსმენს ხელისუფლებას, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ “
307
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85