ტელეკომპანია TVS დროებით დაიხურა. ჯერ არგახსნილი ტელევიზიის მაუწყებლობა, რომლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე თამარ ფხაკაძე დაინიშნა, დროებით შეჩერდა. როგორც არხის თანამშრომლები აცხადებენ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ისინი 6-თვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
არხის თანამშრომლები „რეპორტიორთან" საუბარში მიზეზებს ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რის გამოც ისინი დროებით სამსახურიდან გაუშვეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია TV3-ის რვა თანამშრომელმა თანამდებობები დატოვა და TVS-ზე სამუშაოდ გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია TVS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი მაგდა ანიკაშვილიც უნდა ყოფილიყო.