ქალთა ძალადობის თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება

ქალთა ძალადობის თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება

ქალთა ძალადობის თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სხდომის მოწვევას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გეგმავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრობლემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მწვავედ დადგა, მოსმენის დანიშვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითხოვეს. მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ექსპერტები.

"ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემის მიზეზებსა და ღონისძიებებზე, რომელიც პარლამენტის შესაძლებლობის ფარგლებში შეიძლება დაიგეგმოს", - განაცხადა ბესელიამ.

ქალთა ძალადობის თემაზე მოსმენა პარლამენტში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.