“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კვლევის“ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში

“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კვლევის“ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია გლობალური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია „DEMETER-AWE“-ს დელეგაციას შეხვდა.

საქართველოს რეგიონებში მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, კომპანიის ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა,   სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კვლევის“ პრეზენტაცია გამართა.

„DEMETER-AWE“-ს მიერ წარდგენილ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი სოფლის მეურნეობის დარგში შექმნილი ვითარება. დოკუმენტში ასევე მოცემულია დარგის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.

„წარმოადგენილი კვლევა - პირველი ეპატია; ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შესამუშავებელია  სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა“, - განაცხადა „DEMETER-AWE“-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, შარონ კანდისმა.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „DEMETER-AWE“-ს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატი მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი.