ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის" პირველი ტურის ერთ-ერთი შეხვედრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით - 6:5 დასრულდა. მატჩი გუშინ, ჯემალ ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში, GWP-ისა და „ვი თი ბი ბანკი 2"-ს შორის შედგა.
ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, „ვერცხლის ლიგის" პირველი ტურის თამაშების საუკეთესო ფეხბურთელად GWP-ის თავდამსხმელი - გიორგი აფციაური დასახელდა.
პირველი ტურის გათამაშებაში 14 კომპანიის გუნდი ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდა. შედეგების მიხედვით, რვა საუკეთესო გუნდი, მათ შორის GWP-იც, ჩემპიონის ტიტულისთვის პლეიოფში გააგრძელებს ასპარეზობას, დანარჩენი ექვსი გუნდი კი „ბრინჯაოს ლიგაში" დაქვეითდა. ტურნირის მორიგი თამაშები, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის „ვერცხლის ლიგის" შეხვედრები 19 ოქტომბრიდან დაიწყო.