ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

მაკა ჩიჩუას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. როგორც მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო.

"ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი - ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ, ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური თემა დომინირებდეს. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო და მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლოს დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.