უხვი ნალექის გამო, ფოთში მდინარე რიონმა ჯებირი წაიღო. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ქალაქის მერის განცახადებით , ჯებირის გარღვევას ჯერ პრობლემები არ შეუქმნია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ირაკლი კაკულიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსში უკვე ჩააყენა და აღდგენითი სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება.