რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ მოლდოვაში უკრაინის სცენარის გამოყენებას დამღუპველი შედეგები ექნება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პროექტის "სამოქალაქო უნივერსიტეტი" ფარგლებში საჯარო ლექციაზე გამოსვლისას აღნიშნა.
"ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი აცნობიერებს, რა დამღუპველი იქნება უკრაინის სცენარის გამეორება, რადგან ასეთივე გეგმები მუშავდება მოლდოვასა და დნესტრისპირეთთან მიმართებაში", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლდოვას მიერ ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, დნესტრისპირეთს ექნება უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
"როდესაც დავიწყეთ პროცესი (ხუთს პლუს ორი), ყველა შეთანხმდა, რომ თუ მოლდოვა შეიცვლის სამხედრო-პოლიტიკურ სტატუსს, დნესტრისპირეთს ექნება უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ჩვენ ამ პოზიციას დავიცავთ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.